LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრების პირობა ასეთია: თუ გინდა ახალი საფეხური ცხოვრებაში, ძველ შენს თავს უარი უნდა უთხრა და გააცილო“ – ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე

147
gvancabarabadze-2021-12-08_16-02-05_120126-1024x573

ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე სოციალურ ქსელში ცხოვრებაში ცვლილებების მიღებაზე საუბრობს და ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგული კამპანიის მაგალითს ფსიქოლოგიურ აზრთან აკავშირებს.

როგორც ბარაბაძე ამბობს, ღონისძიებაზე ერთ-ერთმა კომპანიამ წარადგინა ახალი ჩემოდანი და აუდიტორიას შესთავაზა, რომ თუ ძველს დაამტვრევდნენ, ახალს საჩუქრად მიიღებდნენ.

ფსიქოლოგის თქმით, მანაც გაატეხა ძველი ჩემოდანი და მიიღო ახალი, თუმცა ამ პროცესმა მასზე ემოციურად იმოქმედა:

„რა შუაშია ჩემოდნები ცვლილებასთან?

ერთ ღონისძიებაზე ერთ-ერთმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი ჩემოდანი. განაცხადა, რომ ახალ ჩემოდანს გაჩუქებთ იმ შემთხვევაში, თუ ძველს დაამტვრევთ.

მეც მქონდა ძველი ჩემოდანი, დავამტვრიე და სამაგიეროდ ახალი მივიღე. რა დავაფიქსირე იცით? ძალიან მომეწონა ახალი ჩემოდანი, მაგრამ ამავდროულად გული დამწყდა, რომ გატყდა და აღარ მაქვს ის ძველი.

ჩვენი ფსიქიკის განახლების, განვითარების გზაზე არ გვეთმობა ხოლმე ის ძველი პროგრამები რაც გვაქვს, ძველია, აღარ გემსახურება, მაგრამ ახალი გინდა, ახალი შედეგები გინდა ცხოვრებაში და თან ძველიც არ გეთმობა. არ გამოდის ასე.

ცხოვრების პირობა ასეთია: თუ გინდა ახალი საფეხური ცხოვრებაში, ძველ შენს თავს უარი უნდა უთხრა და გააცილო. არ არის ეს სასიამოვნო პროცესი, მაგრამ შენ თუ არჩევანს აკეთებ, მზად უნდა იყო რაღაც დისკომფორტებისთვის და ეს პირველ რიგში უარი თქვა საკუთარ ძველ ვერსიაზე. ეს მოგცემს ახალს“, – ამბობს ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g