LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია: ეზუგბაია

170
BeFunky-collage

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამი არის იმპორტირებული შემთხვევა, 2 პაციენტი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია,  ხოლო ერთის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

“ინფიცირებული პაციენტი, რომლის წყარო დაუდგენელია, თბილისშია. იცით, რომ ასეთი 4 შემთხვევა გვქონდა და ერთი დაგვემატა. გუშინაც გავაკეთე განმარტება, როდესაც წყარო უცნობია, ასეთი მარტივი არ არის. მიდის ჩაღრმავებული კვლევები ანუ ყველა მათი კონტაქტის მოძიება. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. იმედი მაქვს, რომ ამ წყაროების კონტაქტებიც იქნება მოძიებული”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 83% შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში ამ ეტაპზე 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

“კვლავ გვყავს მძიმე ორი პაციენტი პნევმონიით, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დაემორჩიელება მკურნალობას.”- აღნიშნა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისკენ, რათა  საქართველოში არსებული კარგი სტატისტიკური მონაცემები შესანარჩუნდეს.

ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ვითარება არ გაუარესდეს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე ტალღა უნდა იყოს შემოდგომაზე. ახლა ლაპარაკია, მოხდება თუ არა ჩვენთან მიღებული შედეგების შენარჩუნება. იმედი გვაქვს, მოხდება, რადგან ერთნიშნა ციფრები არ არის სგანაგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება.

ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილიზაცია, არ უნდა გაუარესდეს ვითარება. იმის იმედი გვაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე ფანტასტიური იყო, ასევე გაგრძელდება და წყაროები მოძიებული იქნება. თუ წყარო ცნობილია, ყველა მათი კონტაქტი გამოკვლეული იქნება და ამ სიტუაციას გადავლახავთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 9 ახალი შემთხვევიდან 3 გუშინ 11 ივნისს დღის განმავლობაში გამოვლინდა. დანარჩენი 6-ის შესახებ ინფორმაცია კი დღეს დილით გავრცელდა.

საქართველოში კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 697 გამოჯანმრთელებულია. სამწუხაროდ, გარდაცვლილია 13 პაციენტი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g