რამდენიმე თვის წინ, Clubhouse-მა „ანდროიდის“ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის აპლიკაციის შექმნა დაიწყო. აქამდე Clubhouse-ი მხოლოდ iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა.
ხმოვანი კომუნიკაციის ახალი სოციალური ქსელი Clubhouse-ი „ანდროიდის“ აპლიკაციას ქმნის
თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ახალი სოციალური ქსელი სკანდალში გაეხვია. ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე Clubhouse-ის 1,3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.
სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.