LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

131
რობ რაინერი

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ რაინერი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, 78 წლის რაინერის და მისი 68 წლის მეუღლის ცხედრები 14 დეკემბერს აღმოაჩინეს.

როგორც რობ რაინერთან დაახლოებული წყარო NBC News-თან აცხადებს, რეჟისორი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

მედია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები ოჯახის წევრს ჰკითხავენ. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტნის, მაიკ ბლენდის განცხადებით, ისინი აშკარა მკვლელობის ფაქტს იძიებენ.

ცნობისათვის, რობ რაინერი არის არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი, მათ შორის არის: „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, „რამდენიმე კარგი კაცი“, „პატარძალი პრინცესა“, „უძინარნი სიეტლში“ და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g