22 სექტემბერში საქართველოში მეტად საჭირო აქცია იმართება – ყველას მოუწოდებენ, ამ დღეს ქალაქში მანქანებით არ გამოვიდნენ და სხვა ტრანსპორტით იმოძრაონ. აქციას ჰქვია „დღე მანქანის გარეშე“
ამ აქციას შეუერთდა ცნობილი ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, მევლუდ მელაძე, რომლისთვისაც ეს ღონისძიება დღეიდან დაიწყო. მან მანქანა შინ დატოვა და ველოსიპედით გადაადგილდება. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოჩნდა.