”ელიტ ელექტრონიქსი” გლდანის ”სითი მოლში” მულტიბრენდულ მაღაზიას გახნის.
”მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი – ამ ყველაფერს „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთ სივრცეში აერთიანებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიას გთავაზობთ „სითი მოლი“ გლდანში”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არი სგამორჩეული.
„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ახალ მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ის ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, ასევე Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.
კომპანია მომხმარებელს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრენდების ყველა კატეგორიის ტექნიკაზე ერთ კვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს, როგორც ნაღდიანგარიშსწორებისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.
ცნობისთვის, გლდანის ”სითი მოლში” მულტიბრენდული მაღაზია ოფიციალურად დღე 15:00 საათზე გაიხსნება.
