“თამარ ჟვანიას ჰპირდებიან, თუ მათთვის სასურველ გაყალბებულ შედეგს დააყენებს, 10 მილიონი გადაურიცხონ ოფშორულ ზონაში,“ – ეს განცხადება „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ ლიდერთა საბჭოს მიერ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გუგავას თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია მმართველ გუნდისგან ინსტრუქციებს იღებს.
„ცნობილი გამყალბებელი ქალბატონი, თამარ ჟვანია მთელ წინასაარჩევნო პროცესში და დღესაც აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება „ოცნების“ ცენტრალურ შტაბთან, იღებს მათგან სპეციალურ ინსტრუქციებს, ამუშავებენ ერთად გაყალბების სქემებს.