LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მუსიკალური ფესტივალები მაისში – „ბონ ვოიაჟი“

110
cover (2)

ფესტივალების სეზონი გახსნილია და განსაკუთრებით მაისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები საოცარ მუსიკალურ წარმოდგენებს გპირდებათ. თუკი მოგზაურობას გეგმავთ ამ კონკრეტულ ქალაქებში ან ზუსტად ასეთი ხმაურიანი, მუსიკალურად გაფორმებული ფესტივალი გხიბლავთ ეს ჩამონათვალი თქვენთვისაა. „ბონ ვოიაჟი“ მაისის რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზე გიამბობთ და შესაბამის საინფორმაციო ბმულებსაც გიზიარებთ:

ამსტერდამი, ნიდერლანდები – Music On Festival 2025

მაისი 10-11, 2025

ამსტერდამში დაფუძნებული Music On ფესტივალი ფაქტობრივად ერთ ღამეში გახდა წარმატებული, როდესაც პირველივე ღონისძიებამ 2017 წელს გააერთიანა მოდისა და  ხარისხიანი ტექნო-მუსიკის სიყვარულები.საოცარი სცენა და ამ დროს დამახასიათებელი თბილი ამინდი ხალხმრავალ ფესტივალს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის.

მალტა, ატარდი – Rong Open Air Malta 2025

მაისი 8-11 – 2025

Rong Open Air Malta ყოველწლიური ტრანსისა და პროგრესული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მალტაზე იმართება. ფესტივალი ოთხ დღეს გრძელდება და მასში 60-ზე მეტი საერთაშორისო არტისტი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი მოიცავს: ღია ცის ქვეშ გამართულ „ივენთებს“, კლუბურ ღონისძიებებს, მრავალფეროვან წვეულებებს მათ შორის აუზზე და იახტებზე.  ეს ის მუსიკალური ღონისძიებაა,რომელზე მოხვედრაც ნამდვილად ღირს.

ინგლისი, ბრაიტონი – The Great Escape Festival 2025

მაისი 14-17 – 2025

ბრაიტონში 2016 წელს დაარსებული ეს მუსიკალური სანახაობა 400-ზე მეტ არტისტს აერთიანებს 30-ზე მეტ ლოკაციაზე. შთამბეჭდავი შაბათ-კვირისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.  სანახაობრივი შოუები, საიდუმლო კონცერტები, კლუბური საღამოები და სპონტანური აქტივობები ბრაიტონის ფესტივალის სავიზიტო ბარათია.  

ინგლისი, ლონდონი – Desertfest London 2025

მაისი 16-18 – 2025

მძიმე მეტალის მოყვარულებისთვის ლონდონის ეს ფესტივალი ძალიან პოპულარულია. 6 მთავარ ლოკაციაზე გაშლილი სცენა მსოფლიოს წამყვან როკ ვარსკვლავებს მასპინძლობს.  

მალტა, ატარდი – Sunny Side Festival 2025

მაისი 16-18 – 2025

Sunny Side Festival მალტაში ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა 3-დღიანი ღონისძიებაა, რომელიც 30-ზე მეტი შოუსგან შედგება. ფესტივალი მოიცავს ანდერგრაუნდ საცეკვაო მუსიკის საუკეთესო არტისტების შოუ-კონცერტებს „ჰაუსის“, „ტექნოს“, ელექტროსა და „ბრეიკ მუსიკის“ ჩათვლით.

ინგლისი, ლონდონი – Project 6 2025

მაისი 23 – 2025

ეს ფესტივალი ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო პარკში იმართება და მუსიკის მოყვარულთათვის მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დრამ-ენდ-ბეისის, ტექნოს, ჰიპ-ჰოპისა და გრაიმის საუკეთესო არტისტების წარმომადგენლებს ჰპირდება დამსწრე საზოგადოებას. საოცარი გარემო, ულამაზესი განათება და ენერგიული მუსიკა ყოველ წელს დაუვიწყარ დღეებს გპირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები