ლეგენდარული კომიკოსის, ჯიმ ქერის შეცვლილი გარეგნობის შესახებ საუბრები არ წყდება, საზოგადოების ინტერესი კვლავინდებურად ძალიან დიდია.
ჯიმ ქერის ახალი, მკვეთრად შეცვლილი გარეგნობა ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, ტერი დაბროუმ შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტები მუდმივად ეკითხებიან ქერის ვიზუალის შესახებ მას შემდეგ, რაც მსახიობი გასულ თვეს პარიზში გამართულ César Awards-ზე გამოჩნდა.
დაბროუმ ამის შესახებ პოდკასტში, misSpelling სტუმრობისას ისაუბრა.
„ყველას მხოლოდ ის აინტერესებს, რატომ გამოიყურება ახლა ჯიმ ქერი ასე, ის ახლა მართლაც სხვანაირად გამოიყურება, თუმცა ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში მიჩვეული იყო ქერის ახალგაზრდულ იერს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება. ის ჩვენი ეროვნული კომედიური საგანძურია. არ შეიძლება ცოტა უფრო კეთილები ვიყოთ?!“, – განაცხადა ექიმმა.
დაბროუმ ისიც აღნიშნა, რომ არ იცის ნამდვილად გაიკეთა თუ არა ქერიმ პლასტიკური ოპერაცია. მან განმარტა, რომ ქირურგიული პროცედურის შემდეგ სახის შეშუპება შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის გარეგნობა.
ჯიმ ქერის მორფომეტრიული ანალიზის შედეგები ცნობილია – ნამდვილი თუ ორეული?