LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველი ბალერინა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

243

ცნობილი ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1943-1946 წლებში იგი ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე. იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია (გ. კილაძის “სინათლე”; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის “გორდა”; სახელმწიფო პრემია, 1951),  დეზდემონა (ა. მაჭავარიანის “ოტელო”), თამარი (ს. ცინცაძის “დემონი”) და სხვ.

2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს.

2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები