LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ვეგეტარიანელები: ვარსკვლავები, რომლებმაც ხორცზე უარი თქვეს

468

ცნობილი ადამიანების რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს ხორცზე და ვეგეტარიანელობის პრინციპებს მისდევენ, სულ უფრო მატულობს. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ცხოვრების ეს სტილი პატარაობიდან აქვთ და მას მას არასოდეს ღალატობენ.

 

ჯენიფერ ლოპესი

„ვეგეტარიანელობა არამარტო გახდომაში, არამედ გაჯანსაღებაშიც გვეხმარება,  რაც ადამიანს ნამდვილად აბედნიერებს. მას შემდეგ, რაც რაციონიდან ხორცი, რძე და კვერცხი ამოვიღე, დილით მსუბუქად ვიღვიძებ, ხანდახან მგონია, რომ გავფრინდები კიდეც“, – ამბობს ვარსკვლავი.

 

ევა მენდესი

„6 წელია არ მიჭამია ხორცი. მთელი ეს პერიოდი გაცილებით უკეთ ვარ. აკრძალვიდან ერთ წელიწადში კი ჩემი სახის კანი მკვეთრად გაუმჯობესდა“, – განაცხადა მენდესმა.

 

რაიან გოსლინგი

მსახიობი აქტიურად იბრძვის რძის მიღების ფერმერული მეთოდების წინააღმდეგ და არის PETA-ს აქტივისტი.

 

ბრედ პიტი

უკვე წლებია, პიტის საყვარელი კერძი არა ხორციანი, არამედ იტალიური პიცა გახდა. მსახიობი აქტიურად გამოდის ნატურალური ბეწვის გამოყენების წინააღმდეგაც.

 

კეიტ უინსლეტი

მსახიობის რაციონის უმეტეს ნაწილს ბოსტნეული შეადგენს, განსაკუთრებით კი მწვანე ფერის. უინსლეტი იშვიათად მიირთმეს ზღვის პროდუქტებს.

 

რიჩარდ გირი

ვეგეტარიანელობა მსახიობმა ბუდიზმიდან დაიწყო. 67 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასოდეს უნანია, რადგან მას შემდეგ, რაც ხორცზე უარი თქვა, გაცილებით ჯანმრთელი გახდა.

 

პამელა ანდერსონი

ანდერსონი – დიდი ხნის ვეგეტარიანელი და PETA-ს საპატიო დირექტორია. მას ხშირად ნახავთ ცხოველთა დაცვის მოწოდებებით.

 

აიშვარია რაი

2011 წელს, მშობიარობის შემდეგ ლამაზმანმა 25 კილო მოიმატა. ზედმეტი წონის დაკლებაში მას ინდური დიეტა დაეხმარა, რომელიც ხორცს გამორიცხავდა. მას შემდეგ, აიშვარია ხორცს აღარ ჭამს და მხოლოდ იშვიათად მიირთმევს თევზს. საყვარელი პროდუქტები კი ბრინჯი და ბოსტნეულია.

 

ჯარედ ლეტო

უკვე 20 წელია ლეტო ხორცს არ ჭამს. 45 წლის ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ამ გზით არამარტო ჯანმრთელობას, არამედ ახალგაზრდობასაც ინარჩუნებს.

 

ნატალი პორტმანი

პორტმანი ვეგეტარიანელი 2009 წელს, ჯონათან ფოერის წიგნის, „ცხოველთა ჭამის“ წაკითხვის შემდეგ გახდა. 2011 წელს, ორსულობის დროს ის დაუბრუნდა რძის პროდუქტებს და აღიარა, რომ მისი ორგანიზმი ყველსა და კვერცხს ითხოვდა.

 

ადელი

ადელმა ხორცზე უარი 2011 წელს თქვა. მიზეზი მისი ძაღლი გახდა: „ყოველთვის, როდესაც ხორცის ჭამას დავაპირებ, ჩემი პატარა ძაღლის თვალებს ვხედავ“ – აცხადებს მომღერალი.

 

ხოაკინ ფენიქსი

მსახიობი სამი წლიდან ვეგეტარიანელია. ის ცხოველთა უფლებების დაცვის აქტიური მხარდამჭერია.