LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა თანხა მიიღო კეტი პერიმ AFL-ზე პერფორმანსისთვის

142
90207871-0-image-a-11_1727506947

28 სექტემბერს, მელბურნში, ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის ფინალი შედგა. ტურნირი, რომლის გამარჯვებული Brisbane Lions გახდა, კეტი პერის შთამბეჭდავი პერფორმანსით დაიხურა.

ამერიკელი შემსრულებელი AFL-ზე 9 ჰიტით, მათ შორის – Roar, Dark Horse, California Gurls და Teenage Dream წარდგა. მან კომპოზიციები ახალი დისკიდანაც შეასრულა და სტადიონზე მოწყობილ სცენაზე, საკულტო მუსიკოს – ტინა არენასთან ერთადაც გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის საფინალო მუსიკალური შოუსთვის, 39 წლის არტისტს, 9 მილიონი დოლარი გადაუხადეს. თითოეულ სიმღერაში პერიმ, 1 მილიონი დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს, კეტი პერიმ მეშვიდე სტუდიური ალბომი – 143 გამოუშვა. ფირფიტა კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს. კრებულის სინგლები, მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ჩარტების საუკეთესო ათეულშიც არ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები