LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რომელი ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო სალომე ზურაბიშვილმა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე

404
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 20 იანვარს, აშშ-ში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კაბა მოირგო. ამის შესახებ ინფორმაციას City Magazine Georgia ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, როგორც კონგრესმენ ჯო უილსონის სტუმარი.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აშშ-ში, ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოსა და „მამაც ქართველ ხალხს“ წარმოადგენს და „ამ შესაძლებლობისთვის“ ჯო უილსონს მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი: მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g