ცნობილია იმ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში მიემგზავრება.
დელეგაციას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.
მმართველი გუნდიდან დელეგაციაში იქნებიან – არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
რაც შეეხება ოპოზიციას, უკრაინაში გაემგზავრებიან ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს.