2026 წლის 8 თებერვალს, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.
ცნობილი გახდა, რომ ფინალური მატჩის დაწყებამდე ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ტრიბუნის წინაშე, ჩარლი ფუსი შეასრულებს.
ჩემპიონატის მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობას ასევე ბრენდი კარლაილი და კოკო ჯონსი მიიღებენ. კარლაილი ამერიკულ პატრიოტულ სიმღერას – America the Beautiful, ხოლო ჯონსი ,,შავკანიანთა ეროვნულ ჰიმნს” – Lift Every Voice and Sing იმღერებს.
შეგახსენებთ, რომ მე-60-ე ,,სუპერ-ბოულის” ტაიმებს შორის შესვენებას მუსიკალურად ბედ ბანი გააფორმებს. პუერტო-რიკოელი არტისტის დებიუტი Super Bowl-ზე 2020 წელს შედგა, როცა ის შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის წარმოდგენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგა.