LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, ვინ შეასრულებს ამერიკის ჰიმნს ,,სუპერ-ბოულზე”

161
download

9 თებერვალს, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ფინალური მატჩი ,,კანზას სითი ჩიფსსა” და ,,ფილადელფია იგლზს” შორის შედგება.

59-ე ,,სუპერ-ბოულის” ტაიმებს შორის შესვენებას მუსიკალურად კენდრიკ ლამარი გააფორმებს, ამერიკის ეროვნულ ჰიმნს კი, ჯონ ბატისტი შეასრულებს.

ლამარის ინფორმაციით, მის პერფორმანსს შოუზე, SZA შეუერთდება. წლევანდელი ,,გრემის” ტრიუმფატორი რეპერის დებიუტი Super Bowl-ზე 2022 წელს შედგა, როცა ის საკულტო კოლეგების წარმოდგენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგა.

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი Super Bowl-ის ჰედლაინერი, აშერი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები