LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილმა ჯუჯა ბეჰემოტმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აირჩია: გამოიცნო თუ არა?

121
Capture

ტაილანდის ზოოპარკის ცნობილმა მკვიდრმა, მდედრმა ჯუჯა ბეჰემოტმა მუ-დენგმა იწინასწარმეტყველა, თუ ვინ გახდებოდა შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ამის შესახებ Independent წერს.

ზოოპარკის თანამშრომლებმა მას ორი საზამთრო შესთავაზეს. ერთ მათგანზე დემოკრატების კანდიდატის კამალა ჰარისის სახელი იყო ამოჭრილი, მეორეზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის.

მუ-დენგმა უყოყმანოდ აირჩია ტრამპის სახელი და ამით იწინასწარმეტყველა მისი გამარჯვება საპრეზიდენტო რბოლაში. საზამთრო, სახელად ჰარისი, სხვა ჰიპოპოტამმა შეჭამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები