LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coldplay ახალ ალბომს გულშემატკივართან გაგზავნილი წერილით აანონსებს (ფოტო)

101
page

6 გრემის მფლობელი ჯგუფის Coldplay უკანსასკნელი ალბომი A Head Full Of Dreams 4 წლის წინ გამოვიდა. ბრიტანულ ბენდებს შორის Coldplay  21-ე საუკუნის ყველაზე გაყიდვადი ჯგუფია. რაც კოლექტივის ტურნეებს შეხება, ის  ჯგუფმა უკანასკნელად 2 წლის წინ გამართა.

ჯგუფი ბრუნდება, გასულ თვეს მუსიკალურმა კოლექტივმა ახალი ალბომის გამოსვლის შესახებ ისაუბრა, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.

ახლა კი მრავალი ჯილდოს მფლობელმა ბენდმა ალბომის დასაანონსებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა და ფანებს ბეჭდური წერილები გაუგზავნა. თაყვანისმცემლებისთვის განკუთვნილ წერილში ჯგუფის წევრები იუწყებიან, რომ მათი ახალი ალბომი 22 ნოემბერს გამოვა და ის ორად იქნება გაყოფილი. Sunrise და Sunset. ახალი ალბომის გარეკანი ჯგუფის ინსტაგრამზეცაა განთავსებული.

https://www.instagram.com/p/B3ylnWJg-CQ/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again

შეგახსენებთ, 80 მილიონი ჩანაწერის მფლობელ ჯგუფს მრავალი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული, მათ შორის Brit-ის რვა ნომინაცია და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. 2009 წელს კი Rolling Stone-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით Coldplay 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიის მეოთხე პოზიციას იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები