გავრცელებული ინფორმაციით, Coldplay-ის ვოკალისტი, კრის მარტინი და ,,სამეფო კარის თამაშებში” სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, მსახიობი სოფი ტერნერი ერთმანეთს ხვდებიან.
ინსაიდერის თქმით, წყვილის რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტინი დაკოტა ჯონსონს, ხოლო ტერნერი პერეგრინ პირსონს დაშორდა.
როგორც ცნობილია, 48 წლის მომღერლისა და ჯონსონის გზები 8 წლიანი ურთიერთობისა და ნიშნობის შემდეგ, ივნისში გაიყარა. 29 წლის მსახიობი პირსონს 2 წელი ხვდებოდა. მათი დაშორების ამბავი ცნობილი სექტემბერში გახდა.
მოარული ხმები ოფიციალურად, ჯერჯერობით არც ერთ მხარეს დაუდასტურებია.


