LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

107

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ო.მ-ს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

“დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო.მ.-მ სოფელ ფონიჭალაში, მეუღლის დ.გ.-ს და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა” – აცხადებს პროკურატურა.

ო.მ. 2018 წლის 10 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g