LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Corvette, რომლის გარბენიც მხოლოდ 24 კმ. იყო, ახალ მოდელზე 8-ჯერ უფრო იაფად შეაფასეს

63

Corvette, რომლის გარბენიც მხოლოდ 24 კმ. იყო, ახალ მოდელზე 8-ჯერ უფრო იაფად შეაფასეს. Chevrolet Corvette Grand Sport 19-ის გაყიდვის შესახებ განცხადება საიტმა Copart-მა გაავრცელა და მის საწყის ღირებულებად 8600 დოლარი დაასახელა. ავტომობილის გარბენი 24 კმ-ია და მის ფასზე ამ ფაქტმაც იმოქმედა. საქმე ისაა, რომ ახალი სპორტქარის ღირებულება 70 ათას დოლარზე უფრო მეტია. გავრცელებულ ფოტოში ისიც ჩანს, რომ ავტომობილი ავარიაში მოხვდა, თუმცა აღწერაში დაზიანებების შესახებ არაფერი არ არის ნახსენები. სპორტქარს წინა ბამპერი და კაპოტი საერთოდ არ აქვს და უცნობია, თუ რატომ არ შეაკეთა ის თავისმა ამჟამინდელმა პატრონმა. Chevrolet Corvette Grand-ის კაპოტ ქვეშ 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავია განთავსებული და 466 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავარიამდე ავტომობილს 96 კმ-ს განვითარება სულ რაღაც 3,6 წამში შეეძლო, ხოლო თუ როგორია ამჟამად მისი მონაცემები – უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები