LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cosmopoliten-მა სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქვეყნები დაასახელა

109

Cosmopoliten-მა გადაწყვიტა, რომ იმ წყვილებზე ეზრუნა, რომლებსაც ერთად მოგზაურობა სურთ და დიდი ბიუჯეტითაც ვერ გამოირჩევიან. ამიტომ ექსპერტებმა ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულებების რეიტინგი გამოაქვეყნეს. პირველ ადგილს კი ალგარვე, პორტუგალია იკავებს. ულამაზეს სანაპიროზე დასასვენებლად ორ ადამიანს მხოლოდ 33,36 ევრო დასჭირდება. ამ თანხაში საკვების, ლუდის, ღვინის, ყავის, გამაგრილებელი სასმელისა და მზისგან დამცავი კრემის საფასური შედის.

რეიტინგის მეორე ადგილს ბულგარეთის მზიანი სანაპირო იკავებს და მისი მონახულება მხოლოდ 33,53 ევრო ღირს.

დაბოლოს, ლიდერთა სამეულს ესპანეთი და კოსტა დელ სოლი ასრულებს. ზღაპრული კურორტის ფასი მხოლოდ 38,79 ევროა.

საინტერესოა, რომ ყველაზე ხელმისაწვდომთა რეიტინგში ასევე თურქეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, საბერძნეთი, ხორვატია და იტალია მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები