LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა გაკვირვებული ვარ…ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმები და პროცესს დადებითად შეაფასებდა, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ: ფინეთის პრეზიდენტი

130
საული ნიინისტე

„ცოტა გაკვირვებული ვარ – ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმები და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ, – ამის შესახებ განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ახლა ფინეთს მკაფიო პასუხი სჭირდება.

თუ შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას, ეს იქნებოდა ისტორიული მოვლენა: იენს სტოლტენბერგი

„მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით, ამიტომაც მე გაკვირვებული ვარ – ახლა გავიგეთ მათი ნეგატიური პასუხის შესახებ.

ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომელიც მან წამოჭრა. 30 წელია ნატოს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g