LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე ანანიძე – კესარიას მკვლელობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას

439
კესარია აბრამიძე, ცოტნე ანანიძე

კესარია აბრამიძის მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას , – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება.

„კესარიას მკვლელობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოტივებიარ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას! სამწუხროა და დანაშაულია ადამიანის მკვლელობა, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება!”, – წერს ცოტნე ანანიძე.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

„დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – შსს-ის ცნობით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g