ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების შეჯამების პროცესს დაესწრო.
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, რთულია პროცესის ერთმნიშვნელოვნად შეფასება, ვინაიდან ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ჩვენება საქმეში არ დევს.
„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა. საგამოძიებო ორგანოში განვიხილეთ უკვე დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები. როგორც მოგეხსენებათ, საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან დაკავებულები ორი მათგანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ერთი, რომელიც არ არის დაკავებული და არის ასევე მიცემული პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვრცელი სამუშაო იქნა გაწეული. 11 ტომია საგამოძიებო მასალები, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად ცოტნე გამსახურდიამ ვერ შეძლო ჩვენების მიცემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, იმ პირთა მიმართ ვინც პასუხისგებაში არიან მიცემულები არსებობს სრული და ამომწურავი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას ადასტურებს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება კანონის მთელი სიმკაცრით გამამტყუნებელი განაჩენები აღნიშნული პირების მიმართ.
"ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია...დამკვეთი,მკვლელი, მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს"
მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.
ასევე მინდა გითხრათ, საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და კიდევ გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა, მონაწილეობდნენ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში. შესაბამისად, როდესაც იქნება შესაძლებელი გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება იმედი გვაქვს, ამ პერიოდში ცოტნე გამსახურდია შეძლებს ჩვენების მიცემას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ კიდე ვინმე არის დასასჯელი გამოვლინდება და დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირია დაკავებული, ხოლო ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით სამართალწარმოება 3 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. საქმე სასამართლოს უკვე გადაეცა და პროცესი 6 მაისს გაიმართება.
