LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID 19-ის გავრცელების პირობებში, სიცხის დამწევ საშუალებად პარაცეტამოლი გამოიყენეთ – პაატა იმნაძე

2082
713ab13f-a40f-43e6-83d4-edd91dc0f986-640

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ COVID 19-ის გავრცელების პირობებში, სიცხის დამწევ საშუალებად უმჯობესია პარაცეტამოლის ჯგუფის წამლების გამოყენება.

როგორც პაატა იმნაძემ რუსთავი2 თან საუბარში აღნიშნა, მაღალი ტემპერატურის დროს იბუპროფენის ჯგუფის წამლების მიღება რეკომენდებული არ არის.

“კვლევა გამოქვეყნდა, სადაც არის გარკვეული მექანიზმები. საუბარია სიცხის დამწევ საშუალებაზე და რეკომენდებულია გამოვიყენოთ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი”,-აღნიშნა  პაატა იმნაძემ”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს იბუპროფენით თვითმკურნალობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს

საშიშია თუ არა „იბუპროფენის“ გამოყენება კორონავირუსის ინფექციის დროს – თემურ მიქელაძის განმარტება

აღნიშნული გაფრთხილება ეფუძნება სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევას, რომლის მიხედვითაც, ფერმენტები, რომლებსაც აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის იბუპროფენი, შეიძლება პირიქით, ხელს უწყობდეს COVID-19-ის ინფექციას.

ამის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა, რომელმაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს იბუპროფენით თვითმკურნალობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g