თბილისში ფუნქციონირება ახალმა ლაბორატორიამ დაიწყო, სახელწოდებით „დრაივ ლაბი“, რომელიც მომხმარებელს Covid-ტესტირების (PCR, სწრაფი) Drive-Thru სერვისს, ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე სთავაზობს.
„დრაივ ლაბის“ საქმიანობის შესახებ „ფორტუნა“ მის დირექტორს ლიკა ჯანაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, „დრაივ ლაბმა“ ფუნქციონირება დაიწყო 15 აპრილიდან.
„სახელწოდება „დრაივ ლაბი’’ მოიაზრებს მოსახლეობის ინფორმირებას ახალი სახის სერვისის მიწოდების შესახებ- ანუ, ,,მანქანით შესვლა ლაბორატორიაში’’, რაც არის დასავლეთის კარგი გამოცდილების გაზიარება. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო ყველა კვლევას, მათ შორის ფასიან და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ კვლევებს. აქ იგულისხმება დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი პსრ ტესტი, ანტიგენის სწრაფი ტესტი, ანტისხეულების ტესტი და სხვა კვლევები ( კლინიკური ბიოქიმიური კოაგულაციური)“, – აცხადებს ლიკა ჯანაშვილი.
მისივე ინფორმაციით, „დრავი ლაბის“ კვლევის სპექტრი ფართოა, ფასები ხელმოსაწვდომი, პროცესი კომფორტული და ამასთან, უსაფრთხო.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორც ხდება „დრაივ ლაბის“ სერვისით სარგებლობა, ლიკა ჯანაშვილი ამბობს: „შეგიძლიათ მობრძანდეეთ ყაზბეგის 22 ნომერში, მანქანიდან გადმოუსვლელად ჩაიტაროთ კოვიდ-19-ზე დიაგნოსტიკა, რომ არ გქონდეთ სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი, რაც დღევანდელი მესამე ტალღის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია. ამ ეტაპზე, ეს სერვისი ხელმოსაწვდომია თბილისში და იგეგმება ფილიალების გახსნა სხვა რეგიონებშიც… ასევე, ზუგდიდში აქტიურად ვართ ჩართული კოვიდის დიაგნოსტიკაში, სადაც ლაბორატორიული მასალის ჩაბარება შესაძლებელია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და ცოტნე დადიანის ქ. N2 ში“, – აცხადებს „დრაივ ლაბის“ დირექტორი.
ლიკა ჯანაშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ „დრაივ ლაბში“ გეგმავენ გააფართოვონ სკრინინგის პროგრამა და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადონ კომფორტული ტესტირება სხვადასხვა ინფექციებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, „დრაივ ლაბში“ დასაქმებულია 20 ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის სერვისის მიწოდების პროცესს.