LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Credit Suisse-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – თომას გოტშტეინმა თანამდებობა დატოვა

71
Untitled-design-6-3

Credit Suisse Group-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ულრიხ კერნერი დაინიშნა. მან ამ თანამდებობამდე, Credit Suisse-ის ახლად გამოყოფილი აქტივების მართვის განყოფილება 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. თავდაპირველად კერნერი Credit Suisse-ში მთავარი კონკურენტი ბანკიდან, UBS-დან გადავიდა, სადაც 2019-დან 2020 წლამდე აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა.

რაც შეეხება ულრიხ კერნერის წინამორბედს, ის, რომ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტეინი თანამდებობას ტოვებდა, დღეს გახდა ცნობილი.

Reuters-ის ცნობით, ყოფილ აღმასრულებელ დირექტორზე, თომას გოტშტეინზე ზეწოლა თვეების განმავლობაში გახმაურებული სკანდალებისა და ზარალის გამო იზრდებოდა, რაც წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა თანამდებობაზე მისი 2-წლიანი მუშაობის პერიოდში განიცადა. ამან აქციების დაცემა და ინვესტორების განაწყენება გამოიწვია, ამიტომ ზოგიერთი მათგანი, ბოლო თვეებში, გოტშტეინის შეცვლას მოითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g