LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CRRC-ს კვლევა: თბილისის მოსახლეობის 24% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 13% საცობებს; 11% ჰაერის დაბინძურებას

96
1

“თბილისის საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგი: რა სურთ ამომრჩევლებს” – ამ სახელწოდების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები CRRC-საქართველომ დღეს წარადგინა.

კვლევის ძირითადი მიგნებები მოიცავს თბილისის მოსახლეობის დამოკიდებულებას საცხოვრებელი პირობების, საჯარო ტრანსპორტისა და მიწის განვითარების შესახებ.

რა არის თბილისის მოსახლეობის მთავარი პრობლემა? გამოკითხვის შედეგად პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

? თბილისის მოსახლეობის 24%-სთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა;

? 13%-სთვის საცობი;

? 11%-სთვის ჰაერის დაბინძურება;

?  10%-სთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კითხვაზე, რომელი მიმართულება უნდა იყოს ქალაქისთვის უფრო პრიორიტეტული, მოსახლეობის 63% პასუხობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება. 31%-სთვის პრიორიტეტული გზისა და საპარკინგე სივრცის აშენებაა.

რაც შეეხება კითხვას, ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით როგორ შეიცვალა მდგომარეობა, გამოკითხული მოსახლეობის 45% აცხადებს, რომ შეიცვალა უკეთესობიკსენ; 34% ფიქრობს, რომ გაუარესდა; 18%-ის შეფასებით კი, არ შეცვლილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g