LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ყოველი მესამე ადამიანი დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს – კვლევის შედეგები ასევე გვაცნობს, რას ფიქრობენ რუსები დინოზავრებზე

118
Untitled design

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა სამეცნიერო მცდარი წარმოდგენების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგები თავად ცენტრმა გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე. 

კვლევითი ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ როგორია რუსეთის მოქალაქეების საბაზისო განათლება და წარმოდგენები და რას ფიქრობენ – დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო თუ პირიქით, შეეძლო თუ არა პირველყოფილ ადამიანს დინოზავრებთან ერთად სეირნობა და ა.შ.

როგორც კვლევით ორგანიზაციაში განმარტავენ, ადამიანებისა და დინოზავრების თანაარსებობის თეორიის მომხრეთა რიცხვი მცირდება, თუმცა დღეს რუსეთში ყოველი მესამე ადამიანი ფიქრობს, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს.

“ყოველი მესამე რუსი დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს (35%), 15 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 %-ით გაიზარდა. ამავდროულად, მხოლოდ 12% ეთანხმება იმას, რომ დედამიწა მზეს გარს უვლის ერთ თვეში.

რადიაციის შესახებ კითხვამ ნაკლები უხერხულობა გამოიწვია – დებულებას, რომ რადიოაქტიური რძე შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ ის მოხარშულია, მხოლოდ 7% დაეთანხმა. ეს 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 15 წლის წინ.

ყოველი მეხუთე (21%) მიიჩნევს, რომ პირველყოფილ ადამიანებს შეეძლოთ დინოზავრებთან ერთად სეირნობა;

რუსების 44%-ს სჯერა, რომ გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო;

გამოკითხულთა 32%-ის აზრით, გენმოდიფიცირებული საკვები დედამიწაზე შიმშილს დაამარცხებს”, – ამბობენ კვლევით ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები