ცუცა კაპანაძე უკვე წლებია, აშშ-ში ცხოვრობს.
ახლახან მან გამოაქვეყნა ნიუ იორკში გადაღებული ფოტო, სადაც მასთან ერთად რეჟისორი და მსახიობი, გიორგი მეგრელიშვილიც ჩანს, რომელსაც ახლობლები მეგრელას ეძახიან.
როგორც ცუცა კაპანაძე წერს, გიორგი ასევე შეუერთდა ქართველი ემიგრანტების რიგებს და აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად და ბედის საძიებლად:
„კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა, მაგრამ მწვანე ბარათით. წარმატებები, მეგრელ…“