აშშ-ში მგზავრმა ცნობიერება დაკარგული პილოტი ჩაანაცვლა და საჰაერო ხომალდს დაჯდომაში დაეხმარა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ავიაკომპანია Southwest Airlines-ის პილოტი ცუდად ლას-ვეგასიდან კოლუმბუსისკენ მიმავალ რეისზე გახდა. მამაკაცს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ერთი მგზავრი, რომელიც სხვა ავიაგადამზიდის დიპლომირებული პილოტი აღმოჩნდა და ცუდად გამხდარ მამაკაცს დახმარება შესთავაზა. ის შევიდა კაბინაში და მეორე პილოტს თვითმფრინავის დასმაში დაეხმარა. გონება დაკარგული კაპიტანი სამგზავრო ლაინერის უკანა ნაწილში გადაიყვანეს და მასზე ზრუნვა თვითმფრინავში მყოფმა ექთანმა დაიწყო.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი ლას-ვეგასში დაბრუნდა და დაგეგმილი რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა. დაშავებული პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.