რამდენიმე დღის წინ, ქსელში ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის დასხვენების ამსახველი კადრები გავრცელდა, თუმცა ინსტრნეტ-მომხმარებლებისთვის განხილვის მთავარი საგანი შეიკის სხეული აღმოჩნდა. მათ სუპერმოდელს ფიგურა დაუწუნეს და „სავსე“, „არა მოდელური“ და „მსუქანი“ უწოდეს.
კომენტარების ავტორების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მოდელს, რომელიც პოპულარული თავისი სხეულით გახდა, ასეთი ტანი არ უნდა ჰქონდეს.
„მათ კიდევ აქვთ კარიესიანი კბილები, გაღუნული ფეხები, დაკვნეტილი ფრჩხილები და გამონაყარი. უბრალოდ ჟურნალის გარეკანზე ეს არ ჩანს“, – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
თავად შეიკს მისი სხეულის გარშემო წარმოქმნილ კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია და საყვარელ მამაკაცთან ერთად დასვენებას განაგრძობს.
