LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაახლოებით 20 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი, მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს ნებისმიერი საგნის მომზადებაში…“ – რა ინიციატივით მიმართავს ლუკა სიჭინავა აქციის მონაწილეებს

178
ლუკა სიჭინავა

მოქალაქე ლუკა სიჭინავა ფეისბუკჯგუფში სახელწოდებით „დაიტოვე“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველების დასახმარებლად შეიქმნა, ინიციატივით გამოდის. კერძოდ, იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც წელს სკოლას ამთავრებენ, ნებისმიერ საგანში მომზადებას სთავაზობს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით!

აქციებზე შევამჩნიეთ, რომ ჩვენთან ერთად არის ბევრი სკოლის მოსწავლე ან აბიტურიენტი, რომელიც დემონსტრაციების პარალელურად წიგნებით დგანან და მეცადინეობენ, რადგან აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის განათლება და მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ.

სწორედ მათ შემხედველებს გაგვიჩნდა იდეა, რომელიც ახლა გვინდა გაგიზიაროთ.

ვინაიდან მოახლოვდა სასწავლო წლის დასასრული და საგამოცდო პერიოდიც იწყება, დაახლოებით 20 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი, მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს ნებისმიერი საგნის მომზადებაში.

საგნები, რომელთა სპეციალისტებსაც იპოვით ჩვენს რიგებში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა

2. მსოფლიო ლიტერატურა

3. მათემატიკა

4. ბიოლოგია

5. ქიმია

6. ფიზიკა

7. ისტორია

8. გეოგრაფია

9. ინგლისური

ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ

განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია განვითარებისა და წინსვლისაკენ მიმავალ გზაზე.

სწორედ ამიტომ,

არ გვინდა, რომ ჩვენი მომავლისთვის ბრძოლის საქმეში ბავშვების განათლების მეათასედიც კი დაიკარგოს. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ასეთ მიზანდასახულ და მონდომებულ ადამიანებს.

მეცადინეობების ჩატარებისთვის ლოკაციას შევარჩევთ წინა დღეს იმის მიხედვით, თუ სად გადაწყდება მომდევნო დღის აქციის ჩატარება. მოგვძებნეთ იმ ადგილებში 20:00 საათიდან.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – წერს ლუკა სიჭინავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g