LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ გავჩერდებით და შევეგუებით, არაფერი შეიცვლება“ – ნატალია ყიფშიძე

1081
ნატალია ყიფშიძე

„თუ გავჩერდებით და შევეგუებით, არაფერი შეიცვლება, თუ გავაგრძელებთ ბრძოლას, მიხვდებიან რომ არ გვსურს რუსულ რეჟიმში ცხოვრება”, – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა მსახიობმა, ნატალია ყიფშიძემ, რომელიც უკვე თვეზე მეტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს.

ნატალია ყიფშიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „აქციებზე აღმოვაჩინე რაღაც სხვაგვარი ენერგია – სამშობლოს სიყვარულის, რომელიც ყველა უთანხმოებას ფარავს… ხელახლა დავიტენეთ ენერგიით… თქვენთან ერთად არაფრის მეშინია!“

„ჩვენს ქვეყანას მართალია პატარა მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ ეს გვაქცევს ჩვენ ერთ დიდ ოჯახად!“, – წერს ნატალია ყიფშიძე და ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვას მიერ გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

„ჩემი და ყველა დანარჩენი აქტივისტების, რომლებიც არ ვართ პოლიტიკოსები და გვინდა ჩვენი სიტყვა ვთქვათ, ბრძოლა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმუმ ვილაპარაკოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია და სხვა ადამიანებს გავაგონოთ [ხმა] იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ მომენტში არ აღელვებთ ეს თემა ან ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდის ქვეშ არიან მოქცეული, მათი ინფორმირებულობა არის ჩვენი დავალება რეალურად”, – აცხადებს ნატალია ყიფშიძე.

„უზომოდ მადლიერი ვარ… ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ“ – როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე მამის და ბაბუის შესახებ სოცქსელში მიმდინარე დისკუსიას

„თუ გავჩერდებით და შევეგუებით, არაფერი შეიცვლება — ნატალია ყიფშიძე

„თუ გავჩერდებით და შევეგუებით, არაფერი შეიცვლება, თუ გავაგრძელებთ ბრძოლას, მიხვდებიან რომ არ გვსურს რუსულ რეჟიმში ცხოვრება“ — ნატალია ყიფშიძე

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 30 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები