LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრის მოადგილე: „მას შემდეგ, რაც შსს-მ 2 თვის განმავლობაში აქციების მართვა მოახერხა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია – მიღებელია, ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებენ“

198
ალექსანდრე დარახველიძე

„მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა – იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის „გაშავებას“ ისახავს, მიუღებელია.

„ეს იყო ირონიული განცხადება.. ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება“ – კობახიძე ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ განცხადებაზე

„მე ერთ რამეს ვიტყვი და საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის [ზვიად ხარაზიშვილის] მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია.

ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებენ, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ვიდეო: „ყველა სცემს თავის თავს.. ხაბეიშვილს უარესი ელოდება“ – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ე.წ. ხარება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, „ახალგაზრდებს არავინ სცემს“

ასევე, ისინი იცავენ საოკუპაციო ხაზთან, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ეს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის „გაშავებას“ ისახავს, მიუღებელია.

ჩვენ კონკრეტულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. თუ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, რეაქციაც შესაბამისი მოჰყვება”. – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

„მისი ადგილი არის ციხეში, ჩვეულებრივი კრიმინალია“ – ხაბეიშვილი ე.წ. „ხარებას“ განცხადებას ეხმაურება