LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაახლოებით დამწვარი აქვს სხეულის 48% – სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში“ – როგორია აფეთქების დროს დაშავებული ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა

451
გუგა ქაშიბაძე

გასულ ღამეს, თბილისში, ლოტკინზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულ ახალგაზრდა გოგოს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

როგორც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, პლას­ტი­კუ­რმა ქი­რურ­გმა გუგა ქაშიბაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა, ახალგაზრდა გოგო რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას სხეულის დაახლოებით 48% აქვს დამწვარი.

„დაახლოებით, დამწვარი აქვს სხეულის 48% – სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი. მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანებები.

მაგ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემ [ხომ არ ემუქრება მის სიცოცხლეს საფრთხე]. რახან რეანიმაციაშია, შესაბამისად, მდგომარეობაც არის სერიოზული“, – უთხრა გუგა ქაშიბაძემ „ტვ პირველს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g