თანამედროვე მოგზაურები მთელ რიგ ფაქტორებს ითვალისწინებენ და მათში მნიშვნელოვანი როლი უკავია მხატვრულ და კულტურულ მემკვიდრეობას.
ამასწინათ გერმანულმა კვლევითმა კომპანია PosterXXL-მა ევროპის არტ-დედაქალაქები გამოავლინა, სადაც თავმოყრილია სამხატვრო გალერეები, ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული შენობები, ქალაქში დაბადებული თანამედროვე მხატვრები, ასევე სამხატვრო სკოლებისა და ფესტივალების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
რეიტინგის სათავეში ლონდონი მოექცა, რომელიც ბევრს ევროპის შემოქმედებით დედაქალაქად მიაჩნია.
ხელოვნების დამფასებელთათვის ევროპის ტოპ 10 ქალაქი კი ესენია:
1. ლონდონი (ინგლისი).
2. ამსტერდამი (ნიდერლანდები).
3. რომი (იტალია).
4. ედინბურგი (შოტლანდია).
5. ოსლო (ნორვეგია).
6. ბერლინი (გერმანია).
7. მილანი (იტალია).
8. ჰელსინკი (ფინეთი).
9. ლიონი (საფრანგეთი).
10. პარიზი (საფრანგეთი).