LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტორლის ცენტრი B, C ჰეპატიტებისა და კორონავირუსის გავრცელების დასადგენად კვლევას იწყებს

92
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციურ კვლევას იწყებს.

NCDC-ს ინფორმაციით, კვლევა დღეიდან დაიწყო და ორი თვის მანძილზე გაგრძელდება.

კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ფინანსდება. კვლევისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს გაიმართა.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა.

ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით ჩაატარებენ. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე – SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.

კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში. ასევე, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ქვეყნის მასშტაბით, B და C ჰეპატიტების გავრცელების ტვირთის დასადგენად საქართველოში ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა მოზრდილ მოსახლეობაში პირველად 2015 წელს ჩატარდა.

გამოვლინდა, რომ საქართველოში 150 000 ადამიანს (მოზრდილი მოსახლეობის 5,4%) აქვს აქტიური C ჰეპატიტი და საჭიროებს მკურნალობას. კვლევის შედეგების საფუძველზე, 2015 წელს შემუშავდა 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული პროგრამა, რომლის მიზნად 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის 90%-ით შემცირება იქნა დასახული.

NDCD-ში აცხადებენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით.

უახლესი მონაცემებით:

  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს საქართველოს 2.5 მილიონ მოქალაქეს;

➤  ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 115 000-მდე პირს;

➤  მათგან, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 74 000-ზე მეტი;

➤  განკურნების მაჩვენებელმა მიაღწია 99%-ს.

2019 წელს ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ საქართველოს ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის საპატიო ტიტული მიენიჭა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ კვლევა საშუალებას მისცემთ, შეაფასონ საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის პროგრესი.

კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში.

საქართველოში SARS-CoV-2-ის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანა ინტენსიურად ახორციელებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო და საკონტროლო ღონისძიებებს, აფართოებს ტესტირების ფარგლებს, უზრუნველყოფს ტესტების ხარისხის მონიტორინგს და იკვლევს ყველა დადასტურებულ შემთხვევას.

სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

magti 5g