ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსაც გაეცნო.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დაბა ურეკთან მისასვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება, რომელიც აუცილებელია კურორტზე გადაადგილების გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კვანძის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა გათვალისწინებული იყო გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით. სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგების სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

