LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბადების დღეზე იყვნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები“ – ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია

3491
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (7)

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი დაპირისპირება ორ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

შელაპარაკება მხარის გაკვრით დაიწყო – ჩხუბის დროს კი 20 წლის ბიჭს დანა გულში მოხვდა. მას არსებული ინფორმაციით, ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ახალგაზრდების უმეტესობა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„ასეთი ბიჭი ჯერ არ დაბადებულა, ჯერ მარტო რამდენი უცხო ენა იცოდა“ – რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში გარდაცვლილ 20 წლის ბიჭზე მეზობლები

თავდაპირველად, დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტი მხარის გაკვრის გამო მოუვიდათ, ამის შემდეგ მათ კონფლიქტი ამოწურეს, თუმცა რამდენიმე საათში გადაინაცვლეს სახლის გარეთ – ეზოში, სადაც რამდენიმე წუთში დანაშაულის ჩამდენმა პირმა 20 წლის ახალგაზრდას დანით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

20 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ერთ-ერთმა ადვოკატმა დაუდასტურა, რომელიც გამოკითხული მოწმის უფლებადამცველია.

„მინდა საჯაროდ ყველამ რეალობა იცოდეთ.. ყველა, ვინც იქ ვიყავით, მკვდრები ვართ..“ - რა მიმართვას ავრცელებს ახლობელი ოჯახის, ვის სახლშიც მკვლელობა მოხდა

"აი, გამწარება იცით რა არის, დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრები, რომ შენ მომკვდარიყავი ოღონდ ეს ახალგაზრდა არაა, აი ასეთ მდგომარეობაში იყო ჩემი სოფო.."

„კონფლიქტი დაიწყო ძალიან მარტივად, დაბადების დღეზე იყვნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები, მხარი გაკრა ვიღაცამ ვიღაცას და ამის შემდეგ დაიწყო ეს აბსოლუტურად უაზრო კონფლიქტი.

მანამდე რაღაცა შერიგების მსგავსი იყო, შერიგდნენ, ბოდიშები მოიხადეს, თითქოს დაწყნარდა ყველაფერი და ძალიან უცებ მოხდაო ყველაფერი, ზუსტად მაგ მომენტში ეტყობა მაინც გააგრძელეს ეს კონფლიქტი. როდესაც მოხდა ეს მკვლელობა, ეგრევე გაიქცნენ ადგილიდან. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული ზუსტად მკერდის არეში. ძალიან მალევე გარდაიცვალა მანქანაში, საავადმყოფოში რომ მიდიოდნენ. პოლიცია გამოიძახა იუბილარის დედამ, რომელიც ესწრებოდა წვეულებას, უყურებდა ყველას, ყურადღებას აქცევდა, მაგრამ უბედურება მაინც დატრიალდა”, – განაცხადა ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაბადების დღეზე ახალგაზრდები მარტო არ ყოფილან. იუბილარის, ქეთი არაბულის დედა აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად მივიდა.

“როდესაც გამოძიება დამთავრდება ყველაფერს გაიგებთ. ახლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიმყოფებოდი. რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამოძიება მიმდინარეობს. გამოძახებული იყო 112, მოვიდნენ დროულად. საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიცია და აუცილებლად დაისჯება მკვლელი და აუცილებლად იპოვიან, ვინც არის”, – განაცხადა ქეთა არაბულის დედამ, სოფო ჩოხელმა.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 7 პირი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის და ასევე ხულიგნობის მუხლით.

„ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიყავი“ – ახალი დეტალები ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე

„ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, ვიდრე უშუალოდ აღმკვეთი ღონისძიება არ განიხილება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

ერთ-ერთი ახალგაზრდას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშუალოდ მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია.

„ისე ბნელოდა, ვერაფერს ხედავდა“ – რას ამბობს ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე ხულიგნობის მუხლით დაკავებულის ადვოკატი

„ათეულობით ახალგაზრდა მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ ამ დაბადების დღეზე. სრულიად გაუგებარი მიზეზით გარკვეული კონფლიქტი მოხდა ახალგაზრდებს შორის, ამის მიზეზი ნამდვილად არ იცის რატიმ. თვალსაჩინოდ შეუძლია თქვას ის, რომ ნამდვილად ცდილობდა ახალგაზრდების გაშორებას და მას ფიზიკური ზემოქმედება არავისზე არ განუხორციელებია.

რაც შეეხება უშუალოდ ამ დიდ ტრაგედიას, რასაც კუკავას გარდაცვალება მოჰყვა, ამასთან მიმართებით საერთოდ არაფერი არ არის ცნობილი, უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და არც არავის არ აქვს პრეტენზია, რომ რატის შეეძლო რამეს მნახველი,” – განმარტა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.

საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დღის ბოლოს სხვა პირებსაც გამოჰკითხავენ, რომლებსაც შესაძლოა ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ. “კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ გამოკითხულია 32 პირი.

ამავე თემაზე:

ცნობილი ექიმის შვილია – ვინ არის ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლული ახალგაზრდა?

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები