LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბრუნდით ფულით და არა იარაღით“ – ჰელმანდის „თალიბანი“ გუბერნატორი დასავლეთს „ახალი მთავრობის“ აღიარებისკენ მოუწოდებს

95
ჰელმანდის პროვინციის თალიბი

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ მიერ დანიშნული გუბერნატორი, თალიბ მავლავი, დასავლეთის ქვეყნებს „თალიბანის“ აღიარებისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.

„აღიარეთ „თალიბები“, როგორც ავღანეთის ლეგიტიმური ლიდერები და შემდეგ დაბრუნდით ფულით და არა იარაღებით. შეგიძლიათ ჩვენი გულები მოიგოთ, თუკი ამ მთავრობას აღიარებთ,“ – აცხადებს თალიბ მავლავი.

BBC: „თალიბანი“ ავღანეთში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთს უნდა დაეხმაროს.

ავღანეთის მთავრობას „თალიბანის“ პოლიტიკური ლიდერი - ბარადარი უხელმძღვანელებს

ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობა სულ მცირე 4 სექტემბრამდე არ გამოცხადდება.

„უცხო ქვეყნები შემოიჭრნენ და დახოცეს ჩვენი ქალები, ბავშვები და მოხუცები და გაანადგურეს ყველაფერი. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაგვეხმაროს ჰუმანიტარული დახმარებით და განათლების, ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებაზე ორიენტირებით,“ – განაცხადა ჰელმანდის „თალიბმა“ გუბერნატორმა.

„თალიბანი“ ქალებსა და კაცებს უნივერსიტეტებში ერთად სწავლას უკრძალავს

შეგახსენებთ, რომ „თალიბები“ ავღანეთის დედაქალაქ – ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ და რამდენიმე პროვინციის აღების შემდეგ, თავი ახალ მთავრობად გამოაცხადეს.

 

ფოტო: The Guardian

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g