არიანა გრანდემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ დისკს გამოუშვებს. ცნობილი გახდა, რომ არტისტი მერვე სტუდიური ალბომს სახელწოდებით – Petal, რომელიც 12 ტრეკს გააერთიანებს, 31 ივლისს წარადგენს.
ფირფიტის გარეკანი შავ-თეთრი ფოტოა, რომელზეც მომღიმარი შემსრულებელი გაშლილი თმითაა აღბეჭდილი.
მომღერლის თქმით, Petal სიცოცხლით სავსე პროექტია, რომელიც გადმოსცემს რთულ პერიოდებში პიროვნულ ზრდასა და ტრანსფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ ალბომის რელიზი დაემთხვევა მის ტურნეს, რომელიც 6 ივნისიდან დაიწყება.
,,მომავალ წელს შევხვდებით” – 6 წლის შემდეგ, არიანა გრანდე ტურნეს გამართავს
ცნობისთვის, სპეკულაციას საფუძველი იმის შესახებ, რომ არიანა გრანდე ახალ ალბომს გამოუშვებდა 8 აპრილს ჩაეყარა, როცა მან ,,ინსტაგრამზე” ხმის ჩამწერი სტუდიიდან ფოტოები გააზიარა.
არიანა გრანდე ტურნეს დაწყებამდე ახალ ალბომს გამოუშვებს
არიანა გრანდე, რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ფილმის – Focker In-Law თრეილერში