LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდეს ტურნე გრანდიოზულად დაიწყო – არტისტი სცენაზე 2019 წლის შემდეგ პირველად წარდგა

115
photo-collage.png (6)

6 ივნისს, კალიფორნიაში, Oakland Arena-ზე, არიანა გრანდეს The Eternal Sunshine Tour ოფიციალურად დაიწყო. ტურნეთი, რომელიც გრანდიოზულად გაიხსნა, არტისტი მასშტაბურად სცენაზე თითქმის 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წარდგა.

კონცერტი ძირითადად აგებულია 2024 წლის ალბომზე – Eternal Sunshine და მისი 2025 წლის დელუქს ვერსიაზე – Brighter Days Ahead.

შოუ კინემატოგრაფიული, ინტიმური და ემოციურია. ხუთ მოქმედებიანი სანახაობა იწყება ჰიტით – Yes, And? და სრულდება სიმღერით – Supernatural. დასკვნით ნაწილში მომღერალი ზეცაში ამაღლების ეფექტს ტოვებს.

სეტლისტი საერთო ჯამში 23 სიმღერას მოიცავს. მასში გრანდემ შეიტანა კარიერის მთავარი ჰიტებიც, მათ შორის 7 Rings და Dangerous Woman.

გახსნის ღამეს გრანდემ მაყურებელს, რომელიც მის მიმართ ოვაციებს არ იშურებდა, ემოციურადაც მიმართა და მადლობა გადაუხადა.

უღრმესი მადლობა… მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მენატრებოდით“ – აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, The Eternal Sunshine Tour ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, 41 შოუს აერთიანებს. ის გაგრძელდება მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე და დასრულდება ლონდონში, The O2 Arena-ზე, სადაც შემსრულებელს ათდღიანი რეზიდენცია აქვს დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები