LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტიკური, დაძაბული და საშიში – არიანა გრანდემ სიმღერის – hate that i made you love me კლიპი გამოუშვა, რომელშიც ჯასტინ ლონგი მონაწილეობს

108
photo-collage.png (7)

არიანა გრანდემ ახალი სინგლის – hate that i made you love me ოფიციალური კლიპი წარადგინა. თავად სიმღერა თანმხლებ კომიქსების სტილის ლირიკულ ვიდეოსთან ერთად, 29 მაისს გამოვიდა.

hate that i made you love me – არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელიც დაშორებაზეა

კრიტიკოსების შეფასებით, ვიდეო არტისტის შემოქმედებაში ახალ, უფრო მისტიკურ და კინემატოგრაფიულ ერას ხსნის.

მუსიკალური რგოლის რეჟისორი, კრისტიან ბრესლაუერია, რომელმაც პროექტზე იანუშ კამინსკისთან ერთად იმუშავა. კამინსკი სტივენ სპილბერგის მუდმივი პარტნიორი და ,,ოსკარის” ორგზის მფლობელია, რაც კლიპის მაღალ კინემატოგრაფიულ ხარისხს განაპირობებს.

ვიდეოს ვიზუალური სტილი და სიუჟეტი შთაგონებულია კლასიკური 1986 წლის ჰორორ-ფილმით – The Hitcher. მასში გამოყენებულია ყვითელი შრიფტიც, რაც ზუსტად იმეორებს აღნიშნული კინოსურათის პოსტერების სტილს.

მუსიკალურ რგოლში ჯასტინ ლონგი მონაწილეობს, ამით კი გრანდემ გააგრძელა ერთგვარი ტრადიცია, რაც საკუთარ კლიპებში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების გადაღებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ hate that i made you love me არიანა გრანდეს მომავალი, რიგით მე-8 სტუდიური ალბომის – petal ლიდ სინგლია. ალბომი გაყიდვაში, 31 ივლისს ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები