LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა – კეიტ ბეკინსეილსა და არიანა გრანდეს ექს-ბოიფრენდს რომანი აქვთ (ფოტო)

618
10544126-0-image-a-11_1551685461332

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეიტ ბეკინსეილს მასზე ასაკით ბევრად უმცროსი მამაკაცები მოსწონს, ოფიციალურად დადასტურდა.

თებერვლის დასაწყისში, 45 წლის მსახიობი პაპარაცებმა 25 წლის პიტ დევიდსონთან ერთად მაშინ გამოიჭირეს, როცა ისინი სასტუმროს ხელჩაკიდებული ტოვებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილის რომანზე ჯერ კიდევ ,,ოქროს გლობუსის” შემდგომ წვეულებაზე ალაპარაკდნენ, მედიამ მათი რომანის დამადასტურებელი ფაქტები ახლახან, ნიუ-იორკში, ყინულის ჰოკეის თამაშზე მოიპოვა.

ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ არიანა გრანდეს ექს-ბოიფრენდი ლენ ვაისმენის ყოფილ მეუღლეს საჯაროდ ვნებიანად კოცნის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კეიტ ბეკინსეილს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არანაკლებ ემოციური იყო ბოლო პერიოდი პიტ დევიდსონისთვის. ის არიანა გრანდესთან დაშორების შემდეგ, სუიციდზე ფიქრობდა, თუმცა როგორც ჩანს ახალ პარტნიორთან ერთად თავს მშვენივრად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები