LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა – სიყვარული ჯენიფერ ენისტონმაც იპოვა – 56 წლის მსახიობი ჰიპნოთერაპევტთან გამოიჭირეს

254
page

56 წლის ჯენიფერ ენისტონს რომანი ქოუჩთან და ჰიპნოთერაპევტთან, ჯიმ კერტისთან აქვს. წყვილი პაპარაცებმა გასულ კვირას მალიორკაზე გადაიღეს. სულ ცოტა ხნის წინ კი მედიაში ახალი ფოტოები გავრცელდა.

ჯენიფერი და კურტისი იახტაზე კორტნი კოქსთან, ოლივია უაილდთან, ემი შუმერთან და ჯეისონ ბეიტმენთან ერთად ატარებდნენ დროს.

კურტისი ენისტონის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ მომენტში ის მას ზურგზე მასაჟს უკეთებდა, ეფერებოდა და კოცნიდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყო მსახიობისა და ჰიპნოთერაპევტის რომანი.

ჯენიფერ ენისტონს რომანი უსიმპათიურეს ჰიპნოთერაპევტთან აქვს – წყვილის მალიორკაზე გადაიღეს

ბრედ პიტის სახლში გადასვლის შეთავაზების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონი პირველად გადაიღეს

55 წლის ჯენიფერ ენისტონი იდუმალ პლასტიკურ ქირურგზეა შეყვარებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები