LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგა დრო ფიფამ იმოქმედოს: ირანელები ირანის მუნდიალიდან მოხსნას ითხოვენ – ვითარება კრიტიკულია

39
342545

ფიფამ მოთხოვნა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების მოხსნას.

ირანელმა ფეხბურთელებმა და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებმა ამგვარი მოთხოვნით განცხადება გამოაქვეყნეს.

„სისასტიკემ და მტრობამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რაც მოითხოვს საფეხბურთო და სპორტული სამყაროს გამიჯნვას.

ქალების მდგომარეობა ირანში მიუღებელია ფართო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. სამწუხაროდ, ასევეა ფეხბურთში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ფეხბურთი არ არის უსაფრთხო ადგილი ქალებისთვის და ასევე მამაკაცებისთვისაც.

ქალებს მუდმივად უარს ეუბნებიან სტადიონზე შესვლაში და აძევებენ ირანის საფეხბურთო ეკოსისტემიდან, რაც ეწინააღმდეგება ფიფას ღირებულებებსა და წესდებას. თუ ირანის ფეხბურთის ფედერაცია უბრალოდ მიჰყვება სამთავრობო მითითებებს, ამას ვერ განვიხილავთ დამოუკიდებელ და თავისუფალ ფორმად.
ეს კი ფიფას მე-19 სტატიის დარღვევაა, რაც გახდა ქუვეითის, ინდოეთის და ადრე თავად ირანის ფეხბურტის ფედერაციების მოკვეთის წინაპირობა.

ფიფამ უნდა აირჩიოს მხარე. ნეიტრალიტეტი – ვარიანტი არ არის.

ქალების გარდა, ირანის მთავრობამ ასევე ჩაახშო სხვა სპორტსმენების ხმა და შელახა მათი გამოხატვის უფლება. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები ციხეში აღმოჩნდნენ და მთავრობის მხრიდან მუქარას განიცდიან. დადგა დრო ფიფამ ზომები მიიღოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ჩემპიოანტი ყატარში 20 ნოემბერს დაიწყება. ირანის ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და აშშ-სთან მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები