LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადიანების სასახლე იტალიის დროშის ფერებში გაანათეს

133
93290880-2489503481340144-5284388698547290112-n

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მებრძოლი ქვეყნებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას განაგრძობს.
ამჯერად ესტაფეტა სამეგრელომ, კერძოდ ზუგდიდმა გადაიბარა.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, იტალიისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა.

შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ნიშნად თბილისში, სატელევიზიო ანძა სხვადასხვა დღეებში იტალიის, ესპანეთის, აშშ-ს დროშის ფერებით გაანათეს.

სოლიდარობის აქციას შეუერთდა და მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა ბათუმის ახალაშენებული სტადიონიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები