,,ვენეციის კინოფესტივალის” ფარგლებში დაგეგმილი ფილმის „ნუ ღელავ ძვირფასო“ ჩვენება, საკმაოდ განხილვადი გამოდგა. ფილმზე მეტად, მაყურებლის ყურადღება წითელმა ხალიჩამ მიიქცია, სადაც დიდი დაძაბულობა იყო. ეს ფონი მკვეთრად იგრძნობოდა ოლივია უაილდსა და ფლორენს პიუს შორის, ისინი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს არ მიესალმნენ და ერთად ფოტოების გადაღებაც არ ისურვეს.
ეს არ იყო ერთადერთი უხერხული მომენტი პრემიერაზე. ცნობილია, რომ ოლივია უაოლდი და ჰარი სთაილზი შეყვარებულები არიან. ,,ვენეციის კინოფესტივალზე” წყვილი ცალ-ცალკე მივიდა და მეტიც, ისინი ვენეციაში ყოფნის დროს, ერთად არც გამოჩენილან. სამაგიეროდ ფილმმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, ისევე როგორც თავად უაილდმა. ის ბრწყინავდა „გუჩის“ ულამაზეს ყვითელ კაბაში.
ჰარი სტაილსისა და ოლივია უაილდის რომანის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი